გადმოცემა

გადმოცემა, ხალხური პროზის ჟანრი, რ-იც ასახავს სინამდვილეს და ისტორიულ ან საყოფაცხოვრებო ამბავს მოგვითხრობს შეულამაზებლად, უმარტივესი კომპოზიციურ-სტილისტური საშუალებების გამოყენებით. თქმულებასთან შედარებით გ-ს მხატვრული ევოლუციის მარტივი გზა აქვს გავლილი, არ შეიცავს მითოლ. დანაშრევებს, რელიგ. რწმენებისა და წარმოდგენების კვალს.

ლიტ.: შამანაძე ნ., ხალხური პროზის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1975.

ნ. შამანაძე