გადრეკილი

გადრეკილი, ლეჩქის სერი, მესხეთის ქედის ჩრდ. განშტოება. მდ-ების კვირისწყლისა და საშუალის (მდ. გუბაზეულის აუზი) წყალგამყოფი. აგებულია შუაეოცენური ასაკის სქელშრეებრივი ტუფ-ბრექჩიებით. ქედის უმაღლესი ადგილია მთა გადრეკილი (2505 მ). კალთები შემოსილია წიფლნარ-მუქწიწვოვნებით, თხემი და მწვერვალები – სუბალპ. მდელოებით.

ქ. ჯაყელი