გავარი

გავარი, უღელტეხილი ნინოწმინდისა და დმანისის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ჯავახეთის ქედზე, მთა დალიდაღის ჩრდ-ით. სიმაღლე 2712 მ. აგებულია ახალგაზრდა დოლერიტული და ბაზალტური ლავებით. მიდამო შემოსილია ალპ. და სუბალპ. მდელოებით. უღელტეხილზე გადადის საცალფეხო ბილიკი, რ-იც აერთებს მადათაფის ტბის აუზს მდ. მაშავრის აუზთან.

ი. აფხაზავა