გავრილოვი კუზმა ანტონის ძე

გავრილოვი კუზმა ანტონის ძე (5. IX. 1922, ზიბკოვო, კრემენჩუკის გუბერნია, – 11. IX. 1997, ნიჟნი ნოვგოროდი), საბჭოთა კავშირის გმირი (10. I. 1944). ცხოვრობდა და საშ. განათლება მიიღო თბილისში, 1941-იდან საბჭოთა არმიაშია. 1943 მდ. დნეპრის გადალახვის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. ომის შემდეგ დაბრუნდა თბილისში, ასოთამწყობად მუშაობდა ფერადი ბეჭდვის ფ-კაში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

ტ. ჩინჩილაკაშვილი