გაიჩაანთუბანი

გაიჩაანთუბანი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ბოშურის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ტუსრებისწყლის (ტანის მარჯვ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 1360 მ, გორიდან 34 კმ. 2014 აღწერით მუდმივი მოსახლე არ არის.

სოფელში, ბორცვზე, დგას XIX ს. ერთნავიანი ეკლესია. ნაგებია ქვიშაქვის სუფთად გათლილი კვადრებით, დაზიანებულია. ჰქონდა მინაშენები. შესასვლელი სამხრ-იდან და დას-იდან აქვს. ჩრდ. კედლის 2 შესასვლელი ამოშენებულია. გადამხური კამარა უშუალოდ დარბაზის კედლებს ეყრდნობა. ეკლესიას გარს უვლის გალავანი, რ-საც შესასვლელი სამხრ-იდან აქვს.