გალავდური

გალავდური, მთა ახალგორის მუნიციპალიტეტში, ხარულის ქედის ჩრდ. ნაწილში, მდ. ქსნის ზემოთში. სიმაღლე 3230 მ. აგებულია შუაიურული ასაკის მერგელოვანი ფიქლებითა და ქვიშაქვებით. სამხრ. და დას. კალთები ქარაფოვანია, ჩრდ. და აღმ. – დამრეცი. შემოსილია ალპ. მდელოებით.

ი. აფხაზავა