„გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“, ქართული ყოველკვირეული ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1922 დეკ-იდან 1923 მარტამდე. გამოიცა 9 ნომერი. ბეჭდავდა პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს, სტატიებს, წერილებს მხატვრობის, თეატრის, მუსიკისა და სხვ. საკითხებზე. გამომცემელი – გ. ტაბიძე. ჟურნალში თანამშრომლობდნენ: გ. ქუჩიშვილი, შიო მღვიმელი, ბაბილინა, დ. შენგელაია, ია ეკალაძე, ი. ვართაგავა, ს. მგელაძე, ი. მოსაშვილი, ტ. გრანელი, ვ. გუნია, ა. ღვინიაშვილი, ლ. გუდიაშვილი, ი. ქავჟარაძე და სხვ. „გ. ტ. ჟ-მა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე ქართული ლიტ-რის განვითარებაში.
ი. ლორთქიფანიძე