გალანო კლემენტე

გალანო (Galano ან Galanus) კლემენტე, XVII ს. I ნახ. იტალიელი მისიონერი, თეატინელთა ორდენის ბერი. რამდენიმე წელი ცხოვრობდა საქართველოში. სომხ. ეკლესიის ისტ. შესახებ დაწერილ მის ნაშრომში არის საინტერესო ცნობები საქართველოს შესახებაც.

თხზ.: Consiliatio Ecclesiae Armenae cum Romana [v.] 1–3, Roma, 1650–54; Historia armena ecclesiatica et politica, Colonia, 1686.

ლიტ.: Полиевктов М. А., Европейские путешественники XIII–XVIII вв. По Кавказу, Тфл., 1935; Tamarati M., L’ église géorgienne des origines jusqu’ à nos jours. Reproductions de monuments inédits, Roma, 1910, p. 527.

ბ. გიორგაძე