გალექსება

გალექსება, ქართული ხალხური სიტყვიერების სატირულ-იუმორისტული პოეტური ჟანრი; პაექრობა ორ მოლექსეს შორის. გ-ის თემატიკა ძირითადად ლოკალური ხასიათისაა (სათემო, საგვარეულო, საოჯახო, პიროვნული და ა. შ.). გავრცელებულია საქართვ. ყველა კუთხეში, განსაკუთრებით ფშავ-ხევსურეთში. არსებობს პირდაპირი და დაბარებითი გ. პირდაპირი ზეპირი სახისაა, დაბარებითი კი გვხვდება როგორც ზეპირი, ისე წერილობითი სახით. გ. უახლოვდება ცალფა კაფიას, უფრო მეტად კი – გაშაირებას.