„გალიაში“

„გალიაში...“, ქართული ხალხური სიმღერა, ქალაქური მუსიკალური ფოლკლორის დასავლური შტოს ერთ-ერთი ძველი ნიმუში. სიმღერა სატრფიალო-სახუმარო ხასიათისაა. ტექსტი ხალხურია. მღერის 3 ხმა, ხშირად საკრავის (გიტარა, ფორტეპიანო) თანხლებით. ჩაიწერა დ. არაყიშვილმა („ერთხმიანი და გუნდური ქალაქური სიმღერა“, 1946, რუს. ენაზე). სიმღერა დღემდე პოპულარულია (ხშირად იხსენიებენ „ჩარირამას“ სახელით).

ნ. ციციშვილი