გალის სახალხო თეატრი

გალის სახალხო თეატრი, დაარსდა XIX ს. ბოლოს ი. გეგიას მიერ. სამურზაყანოელთა თეატრ. დასის სპექტაკლებს დადებით შეფასებას აძლევდა გაზ. „ივერია“. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა უ. შექსპირის „ჰამლეტი“.

1961 გალის თეატრ. კოლექტივს სახ. თეატრის წოდება მიენიჭა. 1981-იდან თეატრის რეჟისორი იყო პ. წულაია, მხატვარი – ი. შამათავა. 1983-იდან თეატრმა დადგა და მაყურებელს უჩვენა პიესები: პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“, ე. რანეტის „კრიმინალური ამქარი“, კოქტოს „აუტანელი მშობლები“, ა. არგუნის „მოტაცებული საცოლე“, მ. ბარათაშვილის „ჩემი ყვავილეთი“.

გ. ს. თ-მა მონაწილეობა მიიღო რესპ. თეატრების დათვალიერებაში. 1980 შ. როყვას სპექტაკლ „ნდობას“ ლაურეატობა მიენიჭა.

ნ. გომართელი