გალუსტაშვილი სოკრატ ალექსის ძე

გალუსტაშვილი სოკრატ ალექსის ძე (5. X. 1920, სოფ. უფლისციხე. ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 29. III. 1981, გორი), საბჭოთა კავშირის გმირი (3. VI. 1944), გვარდიის სერჟანტი. 1940 გაიწვიეს არმიაში. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა სტალინგრადთან, როსტოვთან, დნეპროპეტროვსკთან, ნიკოლაევთან, ოდესასთან. მონაწილეობდა ბესარაბიის, რუმინ., ბულგ., უნგრ., იუგოსლ. განთავისუფლებაში. მდ. დნეპრის გადალახვის დროს გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. ომის დამთავრების შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა გორში სამეურნეო სამუშაოზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სხვა სახელმწ. ჯილდოებით.