გამგია ვალერი ვალიკოს ძე

გამგია ვალერი ვალიკოს ძე (23. XII. 1944, სოფ. კუტოლი, ოჩამჩირის რ-ნი, –21. X. 1992, გუდაუთა), გრაფიკოსი, ფერმწერ-მონუმენტალისტი. საქართვ. დამს. მხატვარი (1984). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1971, ვ. ქუთათელაძის კლასი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1970-იდან, მნიშვნელოვანი ნამუშევრები: ლინოგრავიურების სერიები „მშრომელი აფხაზეთი“ (1972, სოხუმის სურათების გალერეა). კედლის მხატვრობა: „რთველი“ (1977, სასტუმრო „სოხუმი“), „აბრსკილი“ (1981, სოფ. ჭლოუს კულტსახლი) და სხვ.