ბლაგიძე ვახტანგ გერმანეს ძე (დ. 23. VII. 1954, სოფ. ჩოჩხათი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპ-ი), სპორტსმენი (ბერძნ.-რომაული ჭიდაობა).
1978 მიენიჭა სსრკ სპორტის დამს. ოსტატის წოდება. საზ-ბა „დინამოს“ (თბილისი) წევრი. სსრკ (1981), ევრ. (1978, 1980), მსოფლიოსა (1978, 1981) და ოლიმპიური თამაშების (1980, მოსკოვი) ჩემპიონი. საერთაშ. ტურნირებში ხუთგზის გამარჯვებული.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ნ. გუგუშვილი