ბლეიკი რობერტ პირპონტ

ბლეიკი (Blake) რობერტ პირპონტ (1. X. 1886 – 9. V. 1950), ამერიკელი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. ჰარვარდის უნ-ტის პროფესორი. ნ. მარის მოწაფე.

1918 – 20 ბერძნ. ენასა და ბიზანტ. ისტორიას ასწავლიდა თსუ-ში. ბ-მა გამოავლინა და მეცნიერულად აღწერა პალესტინაში და ათონზე დაცული მრავალი ქართ. ხელნაწერი, მ. შ. „ბალავარიანის“ ვრცელი რედაქცია.

გამოსცა ქართ. ბიბლ. და ჰაგიოგრაფიული ტექსტები ლათ. თარგმანითურთ. მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ბიბლიოლოგიისა და პატროლოგიის დარგში. მისი ნაშრომები ქართ. ბიბლიისა და ჰაგიოგრაფიის შესახებ გამოქვეყნებულია ცალკე წიგნად.

თხზ.: ეფრემ მცირის ლიტერატურული მოღვაწეობიდან, ტფ. 1926.

ლიტ.: Robert Pierpont  Blake. Biography and bibliography, by R. Z. Nolff, Camb. (Mass.), 1954.

მ. შანიძე