ბრენდელი ოლგა ვლადიმერის ასული (17. III. 1923, ქ. ბორზნა, უკრაინა, – 1999, სოხუმი), რუსი ფერმწერი. აფხ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1958), საქართვ. დამს. მხატვარი (1967).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1949, დ. კაკაბაძის კლასი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1950-იდან. ძირითადი ნამუშევრები: „ნატურმორტი“ (1958), „გაზაფხული“ (1961), ტრიპტიქი „დილა, შუადღე, საღამო“ (1963, სოხ. სურათების გალერეა), „საგუშაგოზე“ (1965, საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი), „მთის პეიზაჟები“ (1965–70, იაროშენკოს სახ. მუზეუმი, კისლოვოდსკი). ბ. ნაყოფიერად მოღვაწეობდა სცენოგრაფიის დარგში (გააფორმა კასონას „ხეები ზეზეულად კვდებიან“, 1957, ს. ჭანბას სახ. აფხ. სახელმწ. თეატრი) და სხვ.