ბლიაძე ომარ პავლეს ძე (31. III. 1942, თბილისი, - 20. XII. 2022, იქვე), სპორტსმენი (ბერძნ.-რომაული ჭიდაობა). საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი (1967).
1968 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ენერგეტიკის ფაკ-ტი. საზ-ბა „ქარიშხალას“ (თბილისი) წევრი. საქართველოს ოთხგზის (1961, 1963, 1964, 1965), სსრკ (1968) და ევრ. ორგზის (1968, ვესტეროსი, შვეცია, 1972, გუნდურში, კატოვიცე, პოლონეთი) ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის (1969, მარ-დელ-პლატა, არგენტინა) პრიზიორი. ხუთ საერთაშ. ტურნირში გამარჯვებული.
ნ. გუგუშვილი