ბლიაძეები

ბლიაძეები, მესტვირეების გვარი XVIII – XIX სს-ში.

ერეკლე II-ის დროს ამ გვარის ერთ-ერთ წარმომადგენელს ისე გაუთქვამს სახელი, რომ „ბლიაძე“ ზოგად სახელად, მესტვირის სინონიმად ქცეულა. ა. ჯამბაკურ-ორბელიანის ცნობით, „მესტვირეებს ახლა ბლიაძეებს ეძახიან... რადგან საგანგებო მესტვირე ყოფილა რომელიმე ბლიაძე, მისი სახელი მესტვირისათვის დაურქმევიათ“.

ბ-ის მესტვირეობის დიდმა ტრადიციამ XIX ს. II ნახევრამდე მოაღწია.

ლიტ.: ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი  მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956.