ბლუჩანი

ბლუჩანი, ხაზართა ხაკანის სპასალარი (VIII ს.).

ქართვ. მემატიანის ცნობით, დარუბანდიდან შემოჭრილმა ბ-მა საქართველო დალაშქრა, ჯერ კახეთში შევიდა, შეიპყრო ქართლის ერისმთავარი ჯუანშერი და მისი და, სილამაზით განთქმული შუშანი, რ-იც ხაკანს ცოლად უნდოდა, შემდეგ თბილისი აიღო, ქართლი მოაოხრა და დარიალის გზით უკან გაბრუნდა. გზაში შუშანმა თავი მოიწამლა.

ხაკანმა ბ. სიკვდილით დასაჯა.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 1, თბ., 1955.

ა. ბოგვერაძე