ბოასი

ბოასი, მდ. ჭოროხის ძვ. სახელწოდება.

ს. ყაუხჩიშვილის მიხედვით, სახელწოდება უკავშირდება ბერძნ. ზმნას „boáō “, ე. ი. „ვყვირი“. ბ. იხსენიება VI ს. ბიზანტ. წყაროებში. პროკოპი კესარიელის ცნობით, იგი გამოდის ჭანეთის მთებიდან, არმენიელთა ადგილებში, მდორედ მიედინება ვიდრე იბერიის საზღვრებამდე; აქედან იგი უფრო წყალუხვი და ნაოსნობისთვისაც გამოსადეგი ხდება და ფასისად სახელდებული ლაზიკაზე გავლით შავ ზღვაში ჩაედინება.

ბ-ის ზღვასთან შეერთების ადგილას ადგილ. მოსახლეობა აკამფსის უწოდებს. ბ-ის სათავეების მახლობლად ფარანგიონის განთქმული ოქროს საბადოები მოიპოვება.

წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.

გ. ჭეიშვილი