ბრითათა, სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტის ედისის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), ერმანის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ერმანისწყლის (ლიახვის მარცხ. მდგენელი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1700 მ, ჯავიდან 35 კმ.
ბ. მდებარეობს ისტ. მაღრან-დვალეთში. მატიანე „ძეგლი ერისთავთა“ (XIV ს.) სოფელს მოიხსენიებს „ბრუტასაშვილების“, ხოლო ი. გიულდენშტედტი (XVIII ს.) „ბრიტაულის“ სახელით. შუა საუკუნეებში მთელი ეს მხარე შედიოდა ქსნის საერისთავოში. ბ-ში დგას გვიანდ. შუა საუკ. ოთხკუთხა კოშკი.
ბ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
ჯ. გვასალია