ბრილი, სოფელი ქურთის მუნიციპალიტეტის ძარის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), მდ-ების დიდი ლიახვისა და აღმოსავლეთის ფრონის წყალგამყოფის დას. კალთაზე, მდ. ყორნისისწყლის (აღმოსავლეთის ფრონის შენაკადი) სათავეში. ზ. დ. 1100 მ, გორიდან 44 კმ.
ბ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.