ბროწლეთი

ბროწლეთი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ტირძნისის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ცენტრ. ნაწილი), მდ. პატარა ლიახვის მარჯვ. მხარეს, გორ–ცხინვალის საავტ. გზაზე. ზ. დ. 820 მ, გორიდან 24 კმ, 527 მცხ. (2014).

ბ. ისტ. წყაროში პირველად XVII ს-ში იხსენიება. 1650 იგი სხვა სოფლებთან ერთად დავით დავითაშვილს ერგო. 1657 ქართლის კათოლიკოსმა ქრისტეფორემ ბ. უბოძა ზაქარია ჭარმეულს.

სოფლის სასაფლაოზე დგას შუა საუკ. ღვთისმშობლის ეკლესია.

ჯ. გვასალია