ბრუსილოვი ლევ ალექსის ძე (27. II. (11. III) 1857, თბილისი, – 22. VII (4. VIII) 1909, სანქტ-პეტერბურგი), რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ვიცე-ადმირალი (1908), გენ. ბრუსილოვი ალექსი|ა. ა. ბრუსილოვის უმცროსი ძმა. 1875-იდან მსახურობდა ქვემეხიანი ნავის, ნაღმოსანი კრეისერის მეთაურად, შემდეგ – წყნარი ოკეანის ესკადრის ოფიცრად. 1902–04 მუშაობდა სამხ.-საზღვ. ძალების მთავარი შტაბის სამეცნ. განყ-ბაში. რუს.-იაპონიის ომის (1904–05) დროს მეთაურობდა კრეისერ „გრომოვოის“. 1904 მიენიჭა კონტრ. ადმ-ის წოდება. 1906–08 იყო რუს. საზღვაო ფლოტის გენ. შტაბის უფროსი.
დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. ანას სხვადასხვა ხარისხის, აგრეთვე უცხოური ორდენებით.