ბრუხჰაუზი (Bruchhaus) გუნდოლფ (დ. 21. I. 1942, ქ. აშაფენბურგი, გერმანია), გერმანელი არქიტექტორი და არქიტექტურის ისტორიის მკვლევარი. ქ. აახენის პოლიტექ. უნ-ტის ხელოვნ. ისტ. ინ-ტის თანამშრომელი (1970), იმავე უნ-ტის არქიტ. ფაკ-ტის პედაგოგი (1980), კათედრის გამგის მოადგილე (1989).
1973-იდან სისტემატურად აწყობდა ექსპედიციებს თურქეთის ჩრდ.-აღმ. ნაწილში – ისტ. ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრულ ძეგლთა აზომვისა და ფოტოფიქსაციის მიზნით. შეადგინა ტექსტები, გრაფ. და ფოტომასალა ქრისტ. ხუროთმოძღვრების ძეგლებზე.
1989 ქ. სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე, როგორც ექსპერტმა, წაიკითხა მოხსენება ამ ძეგლთა მდგომარეობის შესახებ. 1983, 1989 მონაწილეობდა ქართ. ხელოვნებისადმი მიძღვნილ IV და VI საერთაშ. სიმპოზიუმებში (თბილისი). ამ უკანასკნელზე წაიკითხა მოხსენება „ქრისტიანულ ძეგლთა მდგომარეობა თურქეთში“. ბ. არის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი ქართ. ხუროთმოძღვრული ძეგლების მიკროფირების კრებულის შედგენისა (8 ტომად), რ-შიც წარმოდგენილია 2000-მდე ძეგლი (აღწერა, ანაზომები, დეტალური ფოტოფიქსაცია). გამოცემა მომზადდა საქართვ. მეცნ. აკად. გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნ. ისტორიისა და ძეგლთა კვლევის ეროვნ. ცენტრის და აახენის პოლიტექ. უნ-ტის მიერ. გამოიცა 1994–2010.
თ. დვალი