„ბრძოლა“

„ბრძოლა“, პირველი ქართული არალეგალური მარქსისტული გაზეთი, ქართვ. სოციალ.-დემოკრატების ორგანო. გამოდიოდა 1901 სექტ.; გამოიცა 4 ნომერი. № 1, 2, 3 დაიბეჭდა ბაქოს არალეგალურ სტამბა „ნინაში“, № 4 – რსდმპ თბილისის კომიტეტის სტამბაში.

გაზეთის დაარსებაში აქტ. მონაწილეობა მიიღეს ლ. კეცხოველმა, ი. სტალინმა, ა. წულუკიძემ და სხვ. „ბ.“ ლენინის „ისკრის“ პოზიციებზე იდგა, აშუქებდა რუს. და ადგილ. ს.-დ. ორგანიზაციების საქმიანობას, იბრძოდა „ლეგალური მარქსიზმის“, ეკონომიზმისა და სხვ. დაჯგუფებების წინააღმდეგ. 1903 „ბ.“ და გაზ. „პროლეტარიატი“ ერთ ორგანოდ – „პროლეტარიატის ბრძოლად“ – გაერთიანდა.

გ. ჟვანია