ბუაჩიძე ბენიტო მიხეილის ძე [20. VIII (2. IX). 1905, სოფ. ფარცხნალი, შორაპნის მაზრა, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 1937], კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე.
ქართ. და ამიერკავკ. პროლეტ. მწერლობის ერთ-ერთი პირველი იდეური მოთავე და ორგანიზატორი. 1926, 1928 არჩეული იყო საქართვ. და ამიერკავკ. პროლეტ. მწერალთა ასოციაციების მდივნად, ხოლო 1931–32 მოსკოვში – პროლეტ. მწერლობის ასოციაციათა საკავშ. გაერთიანების („ვოაპპ“) მდივნად.
თანამშრომლობდა გაზ. „ზარია ვოსტოკაში“, იყო ჟურნ. „ნა რუბეჟე ვოსტოკას“ რედკოლეგიის წევრი. 1932 მუშაობდა მოსკ. კომუნისტური აკადემიის ლიტ. ინ-ტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1934 დანიშნეს თსუ-ის ლიტ-რის ფაკ-ტის დეკანად.
ბ., როგორც კრიტიკოსი, ძირითადად მუშაობდა საბჭ. ლიტ-რის, კერძოდ, პროლეტ. მწერლობის განვითარების პრობლემებზე; მისი 20–30-იანი წწ. კრიტ. წერილები, ინარჩუნებენ გარკვეულ მნიშვნელობას აღნიშნული პერიოდის ლიტ. პროცესის გაცნობის თვალსაზრისით. მოღვაწეობის ბოლო პერიოდში იკვლევდა ქართ. კლასიკური მწერლობის პრობლემებსაც. ამ თვალსაზრისით საინტერესოა „ილია ჭავჭავაძე და სოციალისტური ეპოქა“, რ-შიც ავტორი ეხება ფ. მახარაძის ვულგარიზატორულ შეცდომებს.
რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებული.
თხზ.: ლიტერატურა და თანამედროვეობა, ტფ., 1927; თანამედროვე ქართული მწერლობის გზები, ტფ., 1934; კრიტიკული წერილების კრებული, თბ., 1960; წახნაგები, თბ., 1986; ვარდები მარგარიტასთვის, თბ., 2011; სიტყვები (მთარგმნელი), თბ., 2011.