ბუაჩიძე გიორგი დავითის ძე

ბუაჩიძე გიორგი დავითის ძე (22. X. 1922, სოფ. ქუტირი, ახლანდ. ხონის მუნიციპ-ი, – 10. VI. 1976, თბილისი), შორეული ნაოსნობის კაპიტანი. რსფსრ დამს. რაციონალიზატორი (1973).

II მსოფლიო ომის მონაწილე. 1947 დაამთავრა ბათ. საზღვაო სასწავლებელი. 1948-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა სახალინის საზღვაო ფლოტში ჯერ კაპიტნის თანაშემწედ, შემდეგ კაპიტნად. ყველა ტვირთმზიდი გემი, რ-თა კაპიტანი ბ. იყო, მსოფლიოს ყველა კონტინენტს უკავშირდებოდა. იგი შორეული ტვირთზიდვის ნოვატორი იყო.

1967 მიენიჭა საზღვაო ფლოტის „საუკეთესო კაპიტნის“ წოდება. მიღებული აქვს სახელმწ., მ. შ. საბრძოლი ჯილდოები.

ვ. ბარათაშვილი