ბუაჩიძე გრიგოლ მიხეილის ძე (5. II. 1916, სოფ. ფარცხნალი, შორაპნის მაზრა, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპ., – 1996), საბჭოთა კავშირის გმირი (26. X. 1943).
დაამთავრა თბილ. ა. პუშკინის (ახლანდ. ს.-ს ორბელიანის) სახ. პედ. ინ-ტის ბიოლ. ფაკ-ტი (1956). 1939 გაიწვიეს წითელ არმიაში. II მსოფლიო ომის დროს (1939–45) იბრძოდა სტალინგრადთან, ხარკოვთან, კრემენჩუგთან, სადაც მდ. დნეპრის გადალახვისა და მარჯვ. ნაპირზე პლაცდარმის გამაგრების დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. მონაწილეობდა კიშინიოვ-იასის ოპერაციაში, აგრეთვე რუმინ., ჩეხოსლ., უნგრ. და ავსტრ. განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. ომის შემდეგ მუშაობდა ზესტაფონსა (1946–54) და რუსთავში (1955).
დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
ტ. ჩინჩილაკაშვილი