ბობოწვერა

ბობოწვერა (Usnea barbata), ხის მღიერი უსნეასებრთა ოჯახისა.

მოყვითალო-მომწვანო ფერის ძლიერ დატოტვილი მოგრძო ბუჩქისებრი ლიქენია. გრძელი ძაფების ფორმის ტოტებს სორალები ან აპოთეციუმები აქვს. უმთავრესად ხეებზეა დაკიდებული. გვხვდება შერეულ და წიწვოვან ტყეებში. იყენებენ ფარმაკოლოგიაში.

ც. ინაშვილი