ბობოხიძე კალე (კალისტრატე) ფირანის ძე (16. VIII. 1904, სოფ. მათხოჯი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 26. IV. 1982, თბილისი), პოეტი.
1929 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. იყო საქართვ. პროლეტ. მწერალთა ასოციაციის წევრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა მასწავლებლად, ჟურნალ-გაზეთებსა და გამომცემლობათა რედაქციებში. პირველი ლექსი „მთვარეს“ 1925 გამოაქვეყნა ჟურნ. „ლიანდაგში“.
ბ-ის ლექსთა ერთტომეული გამოვიდა 1951, ხოლო რჩეული – 1956. აღსანიშნავია აგრეთვე კრებულები: „მეგობრობის ბაღი“ (1960), „ლირიკა“ (1969), „რჩეული“ (1974) და სხვ. ბ-ს თარგმნილი აქვს ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ტ. შევჩენკოს, მ. ბაჟანის, ა. ისააკიანისა და სხვ. ნაწარმოებები. მისი არაერთი ლექსი თარგმნილია რუს., უკრ., სომხ. და სხვ. ენებზე.
ლიტ.: ბ ო ბ ო ხ ი ძ ე კ. მწერალთა ავტობიოგრაფიები, ქართ. ლიტ-რის მუზეუმი, თბ., 2013.