ბოგვის განძი, I ს. II ნახევრის ბრინჯაოს ნივთების განძი.
აღმოჩნდა 1924 სოფ. ბოგვში (თეთრი წყაროს მუნიციპ.). განძის შემადგენლობაში იყო ვერცხლის ორყურა თასი, საწური, კოვზი, კოვზ-ჩანგალი, ბრინჯაოს ტოლჩა, ჩამჩა, ვერცხლში ამოვლებული სპილენძის კოვზი, ფრაატ IV-ის (ძვ. წ. 38/37 – ახ. წ. 2/3) პართული ვერცხლის დრაქმა.
განძში შემავალი ნივთების ნაწილი საქართვ. I – III სს. მდიდრულ სამარხებში მოპოვებული ნივთების ანალოგიურია (ბორი, ურეკი, ზღუდერი, სამთავრო, ბაგინეთი, აღაიანი და სხვ.). ბ. გ-ს დიდი მნიშვნელობა აქვს გვიანდ. ანტ. ხანის ქვემო ქართლის სოც. ვითარების შესასწავლად.
ლიტ.: Т у ш и ш в и л и Н. Н., А м и р а н а ш в и л и Дж. Ш., М а р г и ш в и л и С. Г.. Археологическая экспедиция Алгетского ущелья (1983–85 гг.), კრ.: Полевые археологические исследования в 1984 – 85 гг., Тб., 1987.
ს. მარღიშვილი