ბოდბისხევი

ბოდბისხევი, სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში (კახეთის რეგიონი), გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთაზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 550 მ, სიღნაღიდან 8 კმ, წნორიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 4 კმ. 2,7 ათ. მცხ. (2014).

სოფელშია ი. ევდოშვილის სახლ-მუზეუმი. ბ-ის მიდამოებშია შუა საუკ. 5 ეკლესია (ჯვართცმის, წმ. მარიამის, წმ. ნიკოლოზის, წმ. კვირიკესა და ფერისცვალების).