„ბოლნისი“ ნახშირორჟანგიანი სილიციუმმჟავიანი სულფატურ-ჰიდროკარბონატული მაგნიუმ-ნატრიუმიანი სამკურნალო, სუფრის მინერალური წყალი.
საბადო მდებარეობს მდ. მაშავრის ნაპირზე, თბილის–ბოლნისის გზატკეცილის მე-60 კმ-ზე. დაკავშირებულია ზედაცარცულ ვულკანოგენურ ქანებთან. წყალი ცირკულირებს ნაპრალებში. ქიმ. შემადგენილობა: CO21,6 H2SiO3 80–100 M6-8 (HCO3 60-70 SO4 20-40)/(Mg 40-50 (Na+K)30-50) წარმოებს წყლის ჩამოსხმა. იყენებენ კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, სანაღვლე და საშარდე გზების დაავადებათა და ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს.
ტ. ჩიჩუა.