ბოლნისის განძი

ბოლნისის განძი, სასანური დრაქმების განძი, რ-იც აღმოჩნდა 1970 ბოლნისში.

შეიცავს 29 ცალ მონეტას. ყველა მოჭრილია პეროზის (459–484) სახელით ირანის სხვადასხვა ზარაფხანაში. ბ. გ.- ქრონოლოგიური ჩარჩო 25 წელია და ჩამარხული უნდა იყოს V ს-ის ბოლოს. დაცულია აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმში.

ლიტ.: დ უ ნ დ უ ა  გ., ჯ ა ლ ა ღ ა ნ ი ა  ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; А б р а м и ш в и л и  Т. Я., Ц о ц е л и я  М. В., Клад сасанидских драхм из Болниси წგ.: Нумизматический сборник, Тб., 1977.

გ. დუნდუა