გურგენიძე მამუკა ზურაბის ძე (დ. 11.II.1964, თბილისი), გასტროენტეროლოგი; მედ. მეცნ. დოქტორი (2003), ასოცირებული პროფესორი (2006), საქართვ. სახელმწ. პრემიისა (2013) და საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის გ. მუხაძის სახ. პრემიის ლაურეატი (2010). 1990 დაამთავრა თსსი. 1991-იდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (აკად. ფ. თოდუას სამედ. ცენტრი), ამჟამად ენდოსკოპიისა და ენდოსკოპიური ქირურგიის განყ-ბის სამეცნ. ხელმძღვანელია. გ. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 2 მონოგრაფიის ავტორი. მისი მუშაობის ძირითადი სფეროა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებად – დეგენერაციული და ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები მ. შ. ღირსების ორდენი (2013).
თხზ.: საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიის ატლასი, თბ., 2000; პორტული ჰიპერტენზიის გართულებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, თბ., 2015.