ასათიანი ლევან პავლეს ძე (19. IV. 1940, ტყიბული, – 11. I. 2006, თბილისი), ქიმიკოსი. ქიმ. მეცნ. დოქტორი (1981), პროფესორი (1984). 1964 დაამთავრა თსუ-ის ქიმ. ფაკ-ტი (1964). მუშაობდა იქვე სხვადასხვა თანამდებობაზე. თითქმის 40 წლის განმავლობაში ეწეოდა პედ. მოღვაწეობას.
1988-იდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა თსუ-ის ელემენტ-ორგანული ქიმიის კათედრას. ა-ის სამეცნ. ინტერესები ეხება როგორც მეტალორგანული სინთეზისა და კვლევის, ისე მეტალშემცველი ნაერთების პრაქტიკული გამოყენების საკითხებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეროცენის ღრმად უჯერი ნაერთების სინთეზი და კვლევა; სილიციუმის, გერმანიუმის, ადამანტინსა და ციმანტრენის ფეროცენთან ნაერთების სინთეზი და შესწავლა. ამ ნაერთებს აღმოაჩნდა ეფექტური ანტიკანცეროგენული და ბაქტერიციდული თვისებები, ასევე სპეც. დანიშნულების საწვავის წვის კატალიზისა და რეგულირების გამორჩეული უნარი და ანტი¬დეტონაციური თვისებები.
მიღებული შედეგები ფართოდ დაინერგა პრაქტიკაში. 1995 ა-ს (თანაავტორებთან ერთად) მიენიჭა პ. მელიქიშვილის სახ. პრემია ოპტიკური დანიშნულელბის პოლიმერების დარგში გამოქვეყნებულ ნაშრომთა ციკლისთვის. 1994 არჩეულ იქნა საქართვ. საბუნებისმეტყველო მეცნ. აკად. წევრად. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).
თხზ.: Реакционная способнось Германий-производных фероценилацетина в реакции гидросимилирования в присутствии катализатора Спейера (თანაავტ. Л. П., Зурабишвили Д. С., Гвердцители И. М), Журнал органический химии, 1297 (1979); Synthesis and Phyisical Properties of Ferrocene and Germanium-contaning Alcohol of the Bisacetilene series (თანაავტ. Gigineishvili E., Pandjikidze A.), Bull. Georgien Academy of Seinces, 2000, vol. 162, N3.