ბუაჩიძე გურამ იოსების ძე

ბუაჩიძე გურამ იოსების ძე (7. I. 1932, თბილისი, ‒ 19. VIII, 2008, იქვე), გეოლოგი, გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1985), იყო საერთაშ. გეოთერმული ასოციაციის ევრ. განყ-ბის ბიუროს წევრი, ჰიდროგეოლოგთა, საინჟინრო გეოლ. და ეკოლ. საერთაშ. ასოციაციების წევრი, საქართვ. გეოთერმული ასოციაციის პრეზიდენტი.

1957 დაამთავრა საქართვ პოლიტექ. ინ-ტი სამთო ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით. 1958-იდან მუშაობდა ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინ-ტში (1995-იდან ‒ დირექტორი). პარალელურად პედ. მოღვაწეობას ეწეოდა სტუ-ში და თსუ-ში.

ბ-ის შრომები ძირითადად შეეხება ბუნებრივ აირებსა და მათ იზოტოპიას, გეოთერმიას, ზოგად ჰიდროგეოლოგიას, წყლებისა და ქანების რადიოაქტიურობას, საქართველოში და მთლიანად კავკასიაში თერმული წყლების გავრცელების კანონზომიერებათა დადგენას. ბ. მონაწილეობდა მრავალ საერთაშ. პროექტში, როგორიცაა „დედამიწის ვულკანური რეგიონების ჰიდროგეოლოგია“ „ალპების, აპენინების და კავკასიის სიღრმული აგებულება“ და სხვ.

ბ-ს ეკუთვნის 170-მდე სამეცნ. ნაშრომი (მ.შ. 5 მონოგრაფია), რ-თა ნაწილი გამოქვეყნებულია საქართვ. და საზღვარგარეთის სახელმწიფოთა პერიოდულ გამოცემებში.

თხზ.: საქართველოს თერმული წყლები, თბ., 1998 (თანაავტ.); Гидрогеология СССР, т. Х, М., 1970 (თანაავტ.); Геотермические условия и терминальные воды Грузии, Тб., 1980; Природные газы Грузии, Тб., 1989; Genesis of Thermal Waters in Caucasus, Trans. G. R. C., vol. 18, Salt Lake City. USA, 1994.