ბუაჩიძე თედორე (სოსო) მოსეს ძე (1900, დაბა ხარაგაული, – 1937), რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, სამხ. მოღვაწე. კომპარტიის წევრი 1917-იდან.
სწავლობდა ქუთაისში, შემდეგ ხონის საოსტატო სემინარიაში. 1918–20 პარტ. ორგანიზატორად მუშაობდა შორაპნისა და გორის მაზრებში, აქტიურად მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული აჯანყების (1919 ოქტ.) მომზადებაში, რისთვისაც დააპატიმრეს და 1920 ბაქოში გადაასახლეს. 1921-იდან მუშაობდა პარტიის თელავის სამაზრო კომიტეტის პასუხისმგებელ მდივნად და საორგანიზაციო განყ-ბის გამგედ. 1922-იდან სამხ. სამსახურში იყო ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, ბაქოსა და სხვა ქ-ებში.
1924–28 სწავლობდა მოსკ. მ. ფრუნზეს სახ. სამხ. აკადემიაში. შემდეგ იყო ქართ. მსროლელთა დივიზიის სამხ. კომისარი და პოლიტ. განყ-ბის უფროსი, ხოლო 1931-იდან მ. ფრუნზეს სახ. მე-2 ქართ. მსროლელთა დივიზიის მეთაური და სამხ. კომისარი. ბ. იყო საქ. კპ (ბ) ცკ-ის, საქ. სსრ ცაკისა და სსრკ ცაკის წევრი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
საბჭოთა რეპრესირების მსხვერპლი.