ბუაჩიძე იოსებ მოსეს ძე [7 (20). IX. 1907, სოფ. ფარცხნალი, შორაპნის მაზრა, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – I. 2006], გეოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1961). გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1950), პროფესორი (1951), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1967).
1934 დაამთავრა ამიერკავკ. სამთო-მეტალ. ინ-ტი. შემდეგ მუშაობდა „აჭარჰესის“ მშენებლობაზე. 1938–42 იყო „თბილჰიდროენერგოპროექტის“ საინჟინრო-გეოლ. განყ-ბის გამგე. 1942-იდან ხელმძღვანელობდა საქართვ. გეოლ. სამმართველოს ჰიდროგეოლ. ექსპედიციას. 1951-იდან საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის გამოყენებითი გეოლ. კათედრის პროფესორია, ხოლო 1954–74 – მისი ინიციატივით დაარსებული ჰიდროგეოლ. და საინჟინრო გეოლ. კათედრის გამგე, 1958–89 – საქართვ. მეცნ. აკად. ჰიდროგეოლ. და საინჟინრო გეოლ. სექტორის (ახლანდ. ინ-ტი) დირექტორი (1989-იდან – დირექტორის მრჩეველი). 1958–73 იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის რექტორი.
ბ. საქართვ. ტერიტორიის მრავალი ჰიდროგეოლ. და საინჟინრო-გეოლ. რუკის და დარაიონების სქემების ავტორია. მოგვცა საქართვ. ტერიტორიაზე არტეზიული აუზების გავრცელების პროგნოზი. მისი ხელმძღვანელობით და თანაავტორობით გამოცემულია განმაზოგადებელი ნაშრომი საქართვ. ჰიდროგეოლ. შესახებ („Гидрогеология СССР, т. 10 – ინგლ. ენაზე. Грузинская ССР”, М., 1970), 7 მონოგრაფია, მ. შ. 1 ბ-ისა და მის თანამშრომელთა საინჟინრო-გეოლ. კვლევების შედეგები შეჯამებულია ნაშრომში „Инженерная геология СССР, т. 8 –Кавказ, Крым, Карпаты”, М., 1978.
მიღებული აქვს გიორგი ნიკოლაძის მედალი, ღირსების ორდენი.
თხზ.: О распространении артезианских бассейнов на территории Грузии, «გეოლოგიური ინ-ტის შრომები. გეოლოგიური სერია», 1953. ტ. 7; Геотермические условия и термальные воды Грузии, Тб., 1980 (თანაავტ.); Гидрогеология и перспективы использования подземных вод Алазано-Агричайского артезианского бассейна, М., 1985 (თანაავტ. С. Н. Зедгинидзе).
ვ. ჯავრიშვილი