ბუაძე სევერიან იოსების ძე (9. I. 1895, სოფ. ბუგეული,ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპ.-ი – 27. II. 1934, ჰალე, გერმანია), საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ფიზიოლოგი და ბიოქიმიკოსი, დოქტორი (1925).
ბ-მ დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. 1920 ჩაირიცხა ჰალე-ვიტენბერგის ფრიდრიხის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტზე, რ-იც დაამთავრა 1924. 1925 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ფენილსერინის მონაწილეობით პოლიპეპტიდების მიღება და მათი ფერმენტული დახლეჩა“.
ბ. მოწვეული იყო თსუ-ის ბიოქიმიის კათედრის და ექსპერ. ბიოლოგიის ინ-ტის ბიოქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელად.
ბ. მუშაობდა ჰალეს უნ-ტში პროფ. ემილ აბდერჰალდენის ფიზიოლ. ინ-ტში. კითხულობდა ლექციებს და ხელმძღვანელობდა ფერმენტულ და იმუნიტეტის ლაბორატორიას. ბ-ს გამოქვეყნებული სამეცნ. ნაშრომის ნაწილი შესრულებულია ე. აბდელპალდენთან ერთად.
ბ. შეისწავლიდა იმუნოლოგიური რეაქციების მექანიზმებს, ფერმენტების სტრუქტურასა და ფუნქციას, შარდოვანას ენზიმატურ წარმოშობას, კრეატინისა და კრეატინინის ბიოსინთეზს.
ლიტ.: დ უ რ მ ი შ ი ძ ე ს., ზოგი რამ წარსულიდან, თბ., 1985.
ს. ფხაკაძე