ბუაჩიძე სოფიო მოსეს ასული [24. XII. 1912 (6. I. 1913), ხარაგაული,–29. III. 1990, თბილისი], ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1953), პროფესორი (1956), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1960). 1933 დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტი. II მსოფლიო ომის მონაწილე; მუშაობდა თბილ. ერთ-ერთი ჰოსპიტალის წამყვან ქირურგად. 1956 – 72 იყო თბილ. სამედ. ინ-ტის ჰოსპიტალური ქირურგ. კათედრის, 1972-იდან კი – ზოგადი ქირურგ. კათედრის პროფესორი. შეისწავლიდა მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგ. საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ., მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.
თხზ.: ჰექსენალის ნარკოზი, თბ., 1950; ტეტანუსით გამოწვეული ხერხემლის მოტეხილობა, თბ., 1959; ტეტანუსი; თბ., 1960; ადამიანის ექინოკოკი, თბ., 1964; მუცლის ღრუს ორგანოთა დახურული დაზიანება, თბ., 1969.