ბუბა, მწვერვალი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე, მამისონის უღელტეხილის ჩრდ.-დას-ით. სიმაღლე 4419 მ. აგებულია პალეოზოური კრისტ. ქანებით, უმთავრესად გრანიტოიდებით. აქვს კლდოვანი და მყინვარული რელიეფი.
ბუბაზეა მყინვარები: ბუბა, თბილისასწვერი და სხვ., საიდანაც სათავეს იღებს მდ. ბუბის (ჭანჭახის მარჯვ. შენაკადი) მრავალი შენაკადი. ბ-ის ქვემო კალთები შემოსილია ალპ. მდელოებით.
ა. ტერელაძე