ბუგაევი ალექსანდრე ლავრენტის ძე (1909, ბათუმი, – 1950, ნოვოსიბირსკი), საბჭოთა კავშირის გმირი (24. III. 1945), კაპიტანი. გაიზარდა ბათუმში, ქართ. ოჯახში, იქვე დაამთავრა ქართ. საშ. სკოლა. II მსოფლიო ომის დროს მდ. ნარვის გადალახვისას გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. ომის შემდეგ მუშაობდა ნოვოსიბირსკის ოლქში საშ. სკოლის დირექტორად.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით.
ტ. ჩინჩილაკაშვილი