ბუგეულის განძი, ძვ. წ. XI–X სს. კოლხური კულტურის დამახასიათებელი ძეგლი, შემთხვევით აღმოჩენილი სოფ. ბუგეულში (ამბროლაურის მუნიციპ.) 1953. შეიცავს ბრინჯაოს თოხს, სეგმენტისებურ იარაღს, სატევრის ფორმის საკიდს, მასრაშეკრულ ფოთლისებურპირიან შუბისპირს. დაცულია ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახ. ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმში.
ლიტ.: ქ ო რ ი ძ ე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965.
ლ. ფანცხავა