ბუდეშური, ქართული ვაზის უძველესი ჯიში. ცნობილია წითელი ბ. (თამარეული), უხვმოსავლიანი სუფრის ჯიში. მწიფდება სექტ. შუა რიცხვებში. ნაყოფის შაქრიანობა 15,5–16,5%, მჟავიანობა 5,5–6,0 გ/დმ³, არატრანსპორტაბელურია.
გვხვდება ქართლში, კახეთსა და დას. საქართველოში. თეთრი ბ. საღვინე და სუფრის ჯიშია. მწიფდება სექტ. ბოლოს. შაქრიანობა 18 – 20%, მჟავიანობა 6,5–7,0 გ/დმ³-მდე, საშ. მოსავლიანობა 100 ც/ჰა-ზე. გავრცელებულია ქართლსა და კახეთში, მცირე რაოდენობით გვხვდება ასპინძასა და ახალციხის რ-ნებში.
თეთრ ბ-ს იყენებენ შამპანური და სუფრის ღვინის საკუპაჟე მასალად.