ბუდიონოვკა

ბუდიონოვკა, სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტის ყულარის თემში (ქვემო ქართლის რეგიონი), მარნეულის ვაკეზე, მდ. შულავრის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 350 მ, მარნეულიდან 15 კმ. 134 მცხ. (2014).

სოფელში დგას XIX ს. აგურის დიდი ეკლესია, რ-შიც ჩართულია ძვ. ეკლესიის ნაწილები. სოფლის ჩრდ. ნაწილში სასაფლაოა. იქვეა ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები. სავარაუდოა, აქ იყო ისტ. სოფელი კველთა. ბ-ის სამხრ-ით, დაახლ. 2 კმ-ზე, ნასოფლარი და ეკლესიის ნანგრევია. სავარაუდოა, ეს იყო სოფელი მარიამი. სოფლის მიდამოებში ფერდობზე მცირე ზომის ქვაყუთებია, სამხრ-ით 1 კმ-ზე კიდევ ერთი ნასოფლარია.