ბუდრუგანა

ბუდრუგანა, 1. წნელის ან ფიცრული მცირე ნაგებობა. უმთავრესად კახეთში (ქიზიყში) სოფლიდან მოშორებით, კალოებთან აგებდნენ. იყენებდნენ საცხოვრებლად კალოობის დროს ოჯახის რამდენიმე კვირით მინდვრად გასული წევრები; ანეულის ხვნაზე – გუთნისდედა და მეხრეები, გვიან კი – საზამთროდ ჩამოსული მწყემსები. 2. საგუშაგო ჯიხური და აფიშების გასაკრავი კოშკურა.

ლიტ.: ჯ ა ლ ა ბ ა ძ ე  გ., მემინდვრეობა კახეთში (ეთნოგრაფიული თვალსაზრისით), «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1968, ტ. 25B; ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2011.

გ. ჯალაბაძე