ბუზავეთი

ბუზავეთი, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარტიკამის თემში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ახალქალაქის პლატოზე, დიდი აბულის მთის დას. კალთის ძირში. ზ. დ. 1950 მ, ახალქალაქიდან 11 კმ. 190 მცხ. (2014).

სოფელში დგას ადრინდ. შუა საუკ. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთნავიანი ეკლესია, გადაკეთებულია საფუძვლიანად. კედლის წყობაში ჩართულია ძვ. სტელის სვეტების ფრაგმენტები. მის მახლობლად სტელების სანახევროდ მიწაში ჩაფლული ორი ბაზაა. ერთ-ერთი მათგანი მოწითალო ტუფისგანაა გამოკვეთილი და შემკულია ჯვრის და ადამიანების გამოსახულებებით. თარიღდება VI–VII სს-ით.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  გ., სტელის ბაზა სოფელ ბუზავეთიდან, «ძეგლის მეგობარი», 1989, № 2.