ბუზმიჰრ პიტიახში

ბუზმიჰრ პიტიახში, ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე III ს-ში. მოხსენიებულია არამეულ (არმაზულ) წარწერაში, რ-იც სოფ. ბორში (ხარაგაულის მუნიციპ.) ნაპოვნ ვერცხლის თასზეა ამოკაწრული. წარწერა ასე იკითხება: „ბუზმიჰრ, კეთილი პიტიახში, სული მარადი“. ფიქრობენ, რომ ბ. პ. იბერიის მეფის მონაპირე პიტიახში (ერისთავი) იყო ლიხთიმერეთში.

ლიტ.: ც ქ ი ტ ი შ ვ ი ლ ი  გ., იბერიის საპიტიახშოს საკითხისათვის ლიხთიმერეთში, «ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები», 1955, ტ. 1; М е л и к и ш в и л и  Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959.

ა. ბოგვერაძე